Photo.boom.ge
ინტერნეტში    კატალოგში    განცხადებებში    სიახლეში    ტოპსაიტებში   
 
Help All Services Preferences Color
კატეგორიები
პეიზაჟი      (290)
ბუნება      (224)
ჟანრი, სიუჟეტი      (60)
პორტრეტი      (53)
არქიტექტურა      (82)
ინტერიერი      (158)
ქალაქი      (136)
კრეატივი      (124)
შავ-თეთრი      (124)
ნატურმორტი      (21)
სარეკლამო ფოტო      (66)
რეპორტაჟი      (202)
მოგზაურობა      (134)
პაპარაცი      (171)
იუმორი      (201)
ბავშვები      (184)
ცხოველთა სამყარო      (551)
პოლიტიკა      (52)
რელიგია      (38)
სხვა ჟანრები      (150)
სპორტი      (118)
ავტო-მოტო      (604)
პირადი ფოტო      (64)
ყვავილი      (170)
მოდა      (1022)
ანიმაცია      (79)
ცნობილი სახეები      (949)
არქიტექტურა
 
მონაცემები კომენტარები
სათაური:
თბილისი. ზ. ფალიაშვილის. სახელობის, ოპერისა და ბალეტის თეატრი.
აღწერა:
1896 წელს გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) დამთავრდა არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი საოპერო თეატრის მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი (ეს არის დღევანდელი ოპერის თეატრის შენობა). თეატრის გეგმის პროტოტიპად რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი იყო აღებული. შენობის სახეს ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობა განსაზღვრავს (კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი მუქი და ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლები, სწორკუთხა ნიშაში ჩასმული შეისრული და ნალისებური ღიობები, სტალაქტიტური ფრიზები, სტუკოს ტექნიკით შესრულებული კედლის მონაკვეთები, მუშარაბიანი სარკმლები და სხვ.). ფასადის მთავარ აქცენტს წარმოადგენს უხვად შემკული ორსართულიანი პორტიკი. ინტერიერს ნაძერწ შემკულობასთან ერთად ფსევდო-მავრიტანული მოხატულობა და ელეგანტური წვრილი სვეტების და აჟურული კონსოლებისგან შემდგარი რკინის კონსტრუქციები ამკობს. ე.წ. "სახაზინო თეატრი" 1896 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა მიხაილ გლინკას ოპერით "ივან სუსანინი". ეს დადგმა განახორციელა რუსულმა საოპერო დასმა, რომლის რეპერტუარის წყალობით ქართული საზოგადოება რუს კომპოზიტორთა საოპერო ნაწარმოებებსაც გაეცნო. სხვადასხვა დროს ამ სცენაზე ცნობილი საოპერო და საბალეტო დასები გამოდიოდნენ: იტალიური ოპერა (1897-98, 1910), ვენის საიმპერატორო ოპერეტა (1903), მოსკოვისა და პეტერბურგის კომიკური ოპერები (1907), პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი (1907-08, 1913); მღეროდნენ XIX-XX საუკუნეში მოღვაწე შესანიშნავი მომღერლები: შალიაპინი, სიბირიაკოვი, მოზჟუხინი, დავიდოვი, სობინოვი და სხვა. აღსანიშნავია, რომ 1905 წელს დაფუძნებულმა თბილისის ფილარმონიულმა საზოგადოებამ განახორციელა რუსული და დასვლეთ ევროპული ოპერების ქართულ ენაზე დადგმა, რაც საოპერო ხელოვნების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს უწყობდა ხელს და შესაბამისად, მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს იზიდავდა. ყოველივე ამან და ქართულმა სასიმღერო თუ პოეტურმა ტრადიციამ ხელი შეუწყო ქართული ეროვნული ოპერის შექმნას, რომელსაც ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიის პირველი ეტაპი უკავშირდება. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– რეკონსტრუქცია ხანძრის შემდეგ. =============================== 1973 წლის ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა თავდაპირველი სახით იქნა აღდგენილი (არქიტექტორები – მეძმარიაშვილი, ჩაჩანიძე). რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება, რომელსაც ქმნის ისრული თაღები, დეკორატიული კოშკურები, სტალაქტიკური მორთულობა, ორნამენტული მოტივები და ა.შ. ამ თეატრის მაყურებელთა დარბაზი 1065 მაყურებელს იტევს. სცენის პორტალის ზომებია 16x10 მ. სცენას აქვს 4 მოძრავი ბაქანი. თეატრში ექვსი სარეპეტიციო დარბაზია, მათ შორის სამი საბალეტო, ორი საოპერო და ერთი - ორკესტრისთვის. საორკესტრო ორმოს კონსტრუქცია ასაწევ-დასაწევი იატაკით სიმფონიური კონცერტების ჩატარების საშუალებას იძლევა. თეატრის ფოიეში მდებარეობს შესანიშნავი დარბაზები, ე. წ. წითელი დარბაზი და სარკეებიანი დარბაზები, სადაც შეიძლება კამერული კონცერტებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების გამართვა. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /პირველი ქართული ოპერა/ ======================== თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული ოპერა იყო გოგნიაშვილის "ქრისტინე" (1918 წლის 17 ივნისი), თუმცა ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად ითვლება 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერები: 5 თებერვალს - დიმიტრი არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", 21 თებერვალს - ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", 11 დეკემბერს ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტე". პირველი ქართული ოპერა დაკავშირებულია მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან. ფრაგმენტები მისი ოპერიდან "თამარ ცბიერი" შესრულდა 1897 წლის 20 დეკემბერს პეტერბურგში, თუმცა სრული სახით თბილისის ოპერის სცენაზე მხოლოდ 1925-26 წლების სეზონში დაიდგა. ამ ოპერებმა პირველი წარმოდგენებიდანვე განსაზღვრა ქართული საოპერო თეატრის ეროვნული სახე. შწორედ მათში ავლენდნენ თავიანთ განსაკუთრებულ თვისებებს ქართული ვოკალური სკოლის საუკეთესო წარმომადგენლები: ვანო სარაჯიშვილი, სანდრო ინაშვილი, ნიკო ქუმსიაშვილი, დავით ანდღულაძე, პეტრე ამირანაშვილი, დავით გამრეკელი, დავით მჭედლიშვილი, ბათუ კრავეიშვილი, ნადეჟდა ხარაძე, ნადეჟდა ცომაია, ვერა დავიდოვა, მერი. ნაკაშიძე და სხვები. 1937 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქართველი კლასიკოსის ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს. თეატრი ამაყობს ისეთი შესანიშნავი მომღერლებით, როგორებიც არიან: ლამარა ჭყონია, მედეა ამირანაშვილი, თამარ გურგენიძე, ცისანა ტატიშვილი, მაყვალა ქარსაშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე, ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ სოტკილავა, პაატა ბურჭულაძე, თემურ გუგუშვილი, ლიანა კალმახელიძე, ჯემალ მდივანი, ელდარ გეწაძე, ვალერიანო გამგებელი (ესპანეთი), ლადო ათანელიშვილი (ლადო ათანელი, გერმანია), ნაირა გლუნჩაძე (გერმანია), ეთერ ჭყონია (ეთერ ლამორისი, ესპანეთი), იანო ალიბეგაშვილი (იანო თამარი, იტალია), რომელიც სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდნენ ქართველი დირიჟორები: ივანე ფალიაშვილი, ევგენი მიქელაძე, ოდისეი დიმიტრიადი, ვახტანგ ფალიაშვილი, დიდიმ მირცხულავა, ზაქარია ხუროძე, ჯანსუღ კახიძე; რეჟისორები: ალექსანდრე წუწუნავა, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, გიგა ლორთქიფანიძე; მხატვრები: ვ. სიდამონ-ერისთავი, სერგო ქობულაძე, თამარ აბაკელია, სიმონ(სოლიკო) ვირსალაძე, ივანე ასკურავა. 30-იანი წლებიდან ქართული ოპერები გასცდა საქართველოს ფარგლებს. ამიერიდან ისინი იდგმებოდა არა მხოლოდ თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე, არამედ საზღვარგარეთაც (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი, გერმანია, ბულგარეთი, ჩეხეთი, სლოვაკია). 1966 წელს თბილისის ოპერის თეატრმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში - "სეგედის საერთაშორისო თამაშობანი" და საფრანგეთში გამართულ პარიზის მუსიკის IV საერთაშორისო ფესტივალში, სადაც წარმოადგინა ალექსი მაჭავარიანის "ოტელო" და დავით თორაძის "გორდა". საქართველოს დიდი მეგობრის ჰერმან ვედეკინდის ინიციატივით 1974 წელს გერმანიის ქალაქ საარბრიუკენში, ქართულ კულტურულ დღეებზე ადგილობრივი ოპერის თეატრის სცენაზე ქართულმა სადადგმო შემოქმედებითმა ჯგუფმა განახორციელა "აბესალომ და ეთერისა" და "დაისის" დადგმები. გივი აზმაიფარაშვილის დირიჟორობით შედგა ოთარ თაქთაქიშვილის ოპერის "მინდიას" პრემიერა. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– რეპერტუარი. ============= თეატრის რეპერტუარში მსოფლიო საოპერო და საბალეტო კლასიკასთან ერთად წლების მანძილზე წარმოდგენილი იყო ქართველი კომპოზიტორების შალვა მშველიძის, ანდრია ბალანჩივაძის, ალექსი მაჭავარიანის, რევაზ გაბიჩვაძის, ოთარ თაქთაქიშვილის, დავით თორაძის, რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის ნაწარმოებებით. სპექტაკლებს დგამენ რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე, გიზო ჟორდანია, გურამ მელივა, რობერტ სტურუა, დავით საყვარელიძე. მხატვრები: ფარნაოზ ლაპიაშვილი, იური გეგეშიძე, გიორგი ალექსი-მესხიშვილი, მურაზ მურვანიძე. ბოლო წლების მანძილზე საგასტროლოდ ჩამოსულ შემსრულებლებს შორის აღსანიშნავია მანუელ ბელტრანი, ბარი ანდერსონი, ელენე ობრაზცოვა, სერგეი ფილინი, სან-ფრანცისკოს საბალეტო დასი. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მმართველობა. ============= 1982-2002 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გახლდათ ქართველი მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე ჯანსუღ კახიძე. ამჟამად თეატრის შტატი 780 თანამშრომელს მოიცავს. საოპერო დასში გაერთიანებულია 46 ვოკალისტი, გუნდში 78 მომღერალი, საბალეტო დასში 70 მოცეკვავე, ორკესტრში 121 მსახიობი. თეატრთან არსებობს სამხატვრო-საწარმოო სახელოსნოები სადაც მზადდება სპექტაკლებისათვის აუცილებელი მაკეტები, სასცენო დეკორაციები, იკერება კოსტიუმები. 2004 წლიდან თეატრს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს: გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს რეჟისორი დავით საყვარელიძე, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი – ნინო ანანიაშვილი.
გაზიარება:
ავტორი:
თარიღი:
2007.03.30 05:54:27
რეიტინგი:
(3.00)

ფოტო შეფასებულია შემდეგი წევრების მიერ:
    kitty
    koiava

ავტორიზაცია
  მომხმარებელი:  
  პაროლი:  
 

საავტორო უფლებები დაცულია © 2003 - 2010 Boom.ge
რეკლამა | სტატისტიკა | კონტაქტი